Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 161

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 161. საკუთარი აქცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებაბიზნესის დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით შეიძინოს და გაასხვისოს საკუთარი აქციები.

2.სააქციო საზოგადოებას საკუთარი აქციებიდან აქციონერის უფლებები არ წარმოეშობა. იგივე წესი ვრცელდება მისი შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციებიდან გამომდინარე ხმის უფლებაზე.

3.სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვა დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით: ა) საერთო კრებამ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ ნებართვაში უნდა მიეთითოს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა, ნებართვის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, აგრეთვე აქციების გამოსყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ფასები სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში; ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებულ საფინანსო წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ განთავსებული კაპიტალის თანხაზე ნაკლებ ოდენობამდე, აგრეთვე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; გ) გამოსყიდული უნდა იქნეს მხოლოდ ის აქცია, რომლის შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული.

4.სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. იგივე წესი გამოიყენება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების მიმართ, თუ აქციის ნომინალური ღირებულება განსაზღვრული არ არის.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ ამ აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს.

6.საკუთარი აქციები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ განთავსებული კაპიტალის შესამცირებლად შეიძინა ან გამოისყიდა, უნდა გააუქმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ.

7.ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს გამოსყიდული საკუთარი აქციები. თუ გამოსყიდული აქციები ამ ვადაში არ გასხვისდა, ისინი უნდა გაუქმდეს და განთავსებული კაპიტალი უნდა შემცირდეს.

8.ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის მიერ აქციის საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით შეძენის შემთხვევაზე.

9.სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება.

10.სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

11.სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლით საკუთარი აქციების შეძენისთვის დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციებს უზრუნველყოფის საშუალებად იყენებენ კომერციული ბანკები, მიკრობანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.

12.თუ სააქციო საზოგადოება სხვა სააქციო საზოგადოებაში ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში, აღნიშნული სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ სააქციო საზოგადოების წილის შეძენა ან ფლობა ამ მუხლით გათვალისწინებული საკუთარი აქციის შეძენად მიიჩნევა და მასზე ვრცელდება შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენი ნომინალური მფლობელია და არ მოქმედებს სააქციო საზოგადოების სახელით ან დავალებით ან იმ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით ან დავალებით, რომელშიც სააქციო საზოგადოება ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2613 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

რედაქციების შედარება

1. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით შეიძინოს და გაასხვისოს საკუთარი აქციები. 2. სააქციო საზოგადოებას საკუთარი აქციებიდან აქციონერის უფლებები არ წარმოეშობა. იგივე წესი ვრცელდება მისი შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციებიდან გამომდინარე ხმის უფლებაზე. 3. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვა დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით: ა) საერთო კრებამ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ ნებართვაში უნდა მიეთითოს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა, ნებართვის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, აგრეთვე აქციების გამოსყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ფასები სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში; ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებულ საფინანსო წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ განთავსებული კაპიტალის თანხაზე ნაკლებ ოდენობამდე, აგრეთვე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; გ) გამოსყიდული უნდა იქნეს მხოლოდ ის აქცია, რომლის შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული. 4. სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. იგივე წესი გამოიყენება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების მიმართ, თუ აქციის ნომინალური ღირებულება განსაზღვრული არ არის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ ამ აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს. 6. საკუთარი აქციები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ განთავსებული კაპიტალის შესამცირებლად შეიძინა ან გამოისყიდა, უნდა გააუქმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ. 7. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს გამოსყიდული საკუთარი აქციები. თუ გამოსყიდული აქციები ამ ვადაში არ გასხვისდა, ისინი უნდა გაუქმდეს და განთავსებული კაპიტალი უნდა შემცირდეს. 8. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის მიერ აქციის საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით შეძენის შემთხვევაზე. 9. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება. 10. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. 11. სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლით საკუთარი აქციების შეძენისთვის დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციებს უზრუნველყოფის საშუალებად იყენებენ კომერციული ბანკები, მიკრობანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში. 12. თუ სააქციო საზოგადოება სხვა სააქციო საზოგადოებაში ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში, აღნიშნული სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ სააქციო საზოგადოების წილის შეძენა ან ფლობა ამ მუხლით გათვალისწინებული საკუთარი აქციის შეძენად მიიჩნევა და მასზე ვრცელდება შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენი ნომინალური მფლობელია და არ მოქმედებს სააქციო საზოგადოების სახელით ან დავალებით ან იმ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით ან დავალებით, რომელშიც სააქციო საზოგადოება ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2613 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

წინა მუხლი 160შემდეგი მუხლი 162

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააქციო საზოგადოების დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერის გამოსვლის ფასის (exit price) განსაზღვრასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 156მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 179სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა
  • 167აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება
  • 172აქციონერის უფლებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309⁸დასაშვებობა
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა
  • 309¹⁴სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 40ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება
  • 8საინვესტიციო კომპანია
  • 48გამოსყიდვა შერწყმისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 75აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7511309⁸309²⁵309¹⁴3408481567179167172161
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …სააღსრულებო წარმოებათა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025