საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 48. გამოსყიდვა შერწყმისას

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ან, თუ ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მართავს იგივე აქტივების მმართველი კომპანია ან ნებისმიერი სხვა აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც იმავე აქტივების მმართველ კომპანიასთან აკავშირებს საერთო მმართველობა ან კონტროლი ან მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ამოქმედდება გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის შერწყმის შესახებ ინფორმაციის ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად მიწოდებისთანავე და უქმდება ერთეულების გადაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს მოსთხოვოს ერთეულების გამოსყიდვის ან განთავსების დროებით შეჩერება, აგრეთვე შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს ნება დართოს, დროებით შეაჩერონ გამოსყიდვა ან განთავსება, თუ ეს გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ან, თუ ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მართავს იგივე აქტივების მმართველი კომპანია ან ნებისმიერი სხვა აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც იმავე აქტივების მმართველ კომპანიასთან აკავშირებს საერთო მმართველობა ან კონტროლი ან მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ამოქმედდება გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის შერწყმის შესახებ ინფორმაციის ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად მიწოდებისთანავე და უქმდება ერთეულების გადაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს მოსთხოვოს ერთეულების გამოსყიდვის ან განთავსების დროებით შეჩერება, აგრეთვე შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს ნება დართოს, დროებით შეაჩერონ გამოსყიდვა ან განთავსება, თუ ეს გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
174272610523¹16¹46404117916148
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საგადასახა…ნავთობისა და გაზის შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა