საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 40. ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საინვესტიციო ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის აქტივებიდან თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ამ კანონის, მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ერთეულის გამოსყიდვას უთანაბრდება, თუ საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ ერთეულის მფლობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასხვისოს საფონდო ბირჟაზე საკუთარი ერთეული ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთეულის წმინდა ღირებულებისგან.

5.გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს ფულადი ანაზღაურებით. გამოსყიდვის განხორციელება არაფულადი ფორმით დასაშვებია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ერთეულის მფლობელის თანხმობით, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

6.ერთეულების გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების სიხშირე რეგულირდება ამ კანონითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საინვესტიციო ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის აქტივებიდან თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ამ კანონის, მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ერთეულის გამოსყიდვას უთანაბრდება, თუ საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ ერთეულის მფლობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასხვისოს საფონდო ბირჟაზე საკუთარი ერთეული ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთეულის წმინდა ღირებულებისგან. 5. გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს ფულადი ანაზღაურებით. გამოსყიდვის განხორციელება არაფულადი ფორმით დასაშვებია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ერთეულის მფლობელის თანხმობით, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 6. ერთეულების გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების სიხშირე რეგულირდება ამ კანონითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17510323¹1051174811411791612240
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…ფასიან ქაღალდებად გარდ…ნავთობისა და გაზის შეს…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა