საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 8. საინვესტიციო კომპანია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო კომპანიას ეკრძალება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა საკუთარი პორტფელის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისა, ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

2.თუ საინვესტიციო კომპანია საქართველოში დაფუძნებულია, როგორც ქოლგისებრი ფონდი, ერთეულის მფლობელების საერთო კრება უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება მხოლოდ კონკრეტული ქვეფონდის აქტივებს ან მის ერთეულის მფლობელებს. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეფონდის ერთეულის მფლობელებს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შესაბამის ქვეფონდში ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელები გაწევრებული არ არიან.

3.ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ნებადართული კაპიტალისა და საინვესტიციო კომპანიის აქციების ოდენობის მითითება სავალდებულო არ არის. ამგვარი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში შესაძლებელია მითითებული იყოს მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება აქციების გამოშვება.

3¹.ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის განთავსებული კაპიტალი არის განთავსებული ერთეულების წმინდა ღირებულებათა ჯამი.

4.ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი შემდეგი წესები: ა) აქციების გამოშვებისა და მასთან დაკავშირებული გადახდების განხორციელების წესები; ბ) კაპიტალის გაზრდის ან შემცირების წესები და შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების წესები; გ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები; დ) აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლებების მარეგულირებელი წესები; ე) სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები.

5.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო კომპანიაზე. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 153-ე და 154-ე მუხლების, 156-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებისა და 163-ე−171-ე და 225-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო კომპანიას ეკრძალება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა საკუთარი პორტფელის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისა, ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 2. თუ საინვესტიციო კომპანია საქართველოში დაფუძნებულია, როგორც ქოლგისებრი ფონდი, ერთეულის მფლობელების საერთო კრება უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება მხოლოდ კონკრეტული ქვეფონდის აქტივებს ან მის ერთეულის მფლობელებს. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეფონდის ერთეულის მფლობელებს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შესაბამის ქვეფონდში ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელები გაწევრებული არ არიან. 3. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ნებადართული კაპიტალისა და საინვესტიციო კომპანიის აქციების ოდენობის მითითება სავალდებულო არ არის. ამგვარი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში შესაძლებელია მითითებული იყოს მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება აქციების გამოშვება. 3 1 . ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის განთავსებული კაპიტალი არის განთავსებული ერთეულების წმინდა ღირებულებათა ჯამი. 4. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი შემდეგი წესები: ა) აქციების გამოშვებისა და მასთან დაკავშირებული გადახდების განხორციელების  წესები; წესები; ბ) კაპიტალის გაზრდის ან შემცირების წესები და შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების წესები; გ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები; დ) აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლებების მარეგულირებელი წესები; ე) სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები. 5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო კომპანიაზე. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 153-ე და 154-ე მუხლების, 156-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებისა და 163-ე−171-ე და 225-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897  – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1355749²23¹51325285797135578
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა