საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹⁶. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების და „საქპატენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს „საქპატენტი“.

2.„საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით აღნიშნული ორგანიზაციისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ ორგანიზაციის მიერ განაწილებული ჰონორარის რაოდენობისა და განაწილების პრინციპის, უფლებების სამართავად დაკავებული თანხის ოდენობისა და ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის  შემოწმების მიზნით  „საქპატენტი“ უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის შედეგად დგება ანგარიში. „საქპატენტის“ მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, „საქპატენტი“ უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში ეგზავნება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და ქვეყნდება ამ ორგანიზაციის ვებგვერდსა და „საქპატენტის“ ვებგვერდზე.

5.„საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.

6.„საქპატენტი“ უფლებამოსილია მოკვლევის შედეგების საფუძველზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მიიწვიოს ზეპირ განხილვაზე.

7.თუ „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას გამოვლინდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66 15 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში მოიწვიოს საერთო კრება, რომელზედაც განხილული იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

8.„საქპატენტი“ უფლებამოსილია მიიღოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66 15 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁵66¹⁷666366⁴211002502093723374320366¹⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …მეწარმეთა შესახებადამიანის ქსოვილებისა …საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს პარლამენტი…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა