Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 16

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 16. მეწარმის საფირმო სახელწოდება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:ბიზნესის დაფუძნებარისკების მართვასპონსორობატელემედიცინაპერსონალური საფულის მომსახურებაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს.

2.მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი. ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების დაცვით.

3.მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას: ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“; ბ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „სპს“; გ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − „კომანდიტური საზოგადოება“ ან „კს“; დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; ე) სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; ვ) კოოპერატივის შემთხვევაში − „კოოპერატივი“ ან „კოოპ.“.

4.თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან კომანდიტურ საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პირი არის მხოლოდ ისეთი საზოგადოება, რომლის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია, მისი საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის სპს“ ან „შეზღუდული პასუხისმგებლობის კს“.

5.მეწარმის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საფირმო სახელწოდება უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება, თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსასხვავებლად.

6.მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე.

7.მეწარმის საფირმო სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ გრაფიკულ სიმბოლოებს, რომლებსაც არ აქვს ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი.

8.დაუშვებელია მეწარმის საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს: ა) ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას; ბ) ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, პროფესიის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა საფუძვლით, აგრეთვე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ბ 1 ) სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით, გარდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა; გ) ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმის სამართლებრივ ფორმასთან, საქმიანობის მოცულობასთან ან ხასიათთან ან/და პარტნიორთა ურთიერთობის შინაარსთან დაკავშირებით; დ) სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს (დაწესებულების), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა ორგანოს ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, გარდა ამ პირების მიერ დაფუძნებული ან/და მათი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა; ე) საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე; ვ) საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან იმდენად მიმსგავსებული ფორმულირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა, ამ პირის თანხმობის გარეშე; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა ან სიტყვათწყობა; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ან/და დიპლომატიური რანგის აღმნიშვნელი ტერმინის იდენტური ან მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვათწყობა; ი) უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა; კ) ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე; ლ) ფიზიკური პირის სახელი მისი გარდაცვალებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ პირის მემკვიდრის წერილობითი თანხმობა მისი სახელის გამოყენებაზე.

9.მარეგისტრირებელი ორგანო შესაბამის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით ამოწმებს ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვას. თუ მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა, იგი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დასადასტურებლად დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვოს.

10.პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2205 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3452 - ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №435- ვებგვერდი, 04.04.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს. 2. მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი. ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების დაცვით. 3. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას: ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“; ბ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „სპს“; გ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − „კომანდიტური საზოგადოება“ ან „კს“; დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; ე) სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; ვ) კოოპერატივის შემთხვევაში − „კოოპერატივი“ ან „კოოპ.“. 4. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან კომანდიტურ საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პირი არის მხოლოდ ისეთი საზოგადოება, რომლის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია, მისი საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის სპს“ ან „შეზღუდული პასუხისმგებლობის კს“. 5. მეწარმის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საფირმო სახელწოდება უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება, თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსასხვავებლად. 6. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე. 7. მეწარმის საფირმო სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ გრაფიკულ სიმბოლოებს, რომლებსაც არ აქვს ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი. 8. დაუშვებელია მეწარმის საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს: ა) ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას; ბ) ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ანთუ სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური ანდა სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, პროფესიის, დაბადებისსაცხოვრებელი ადგილის,ან საცხოვრებელიდაბადების ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა საფუძვლით, აგრეთვე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ბ 1 ) სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით, გარდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა; გ) ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმის სამართლებრივ ფორმასთან, საქმიანობის მოცულობასთან ან ხასიათთან ან/და პარტნიორთა ურთიერთობის შინაარსთან დაკავშირებით; დ) სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს (დაწესებულების), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა ორგანოს ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, გარდა ამ პირების მიერ დაფუძნებული ან/და მათი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა; ე) საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე; ვ) საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან იმდენად მიმსგავსებული ფორმულირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა, ამ პირის თანხმობის გარეშე; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა ან სიტყვათწყობა; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ან/და დიპლომატიური რანგის აღმნიშვნელი ტერმინის იდენტური ან მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვათწყობა; ი) უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა; კ) ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე; ლ) ფიზიკური პირის სახელი მისი გარდაცვალებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ პირის მემკვიდრის წერილობითი თანხმობა მისი სახელის გამოყენებაზე. 9. მარეგისტრირებელი ორგანო შესაბამის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით ამოწმებს ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვას. თუ მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა, იგი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დასადასტურებლად დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვოს. 10. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2205 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3452 - ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №435- ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 აპრ. 2025
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მესამე მხარის რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ამხანაგობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დომენის სახელების დავებისერვისის გვერდი
  • კასტოდიური პარტნიორის შერჩევა კომპანიებისთვის (BitGo, Fireblocks, Copper)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-04
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კორუფციის წინააღმდ… 2მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 27მუხლი 254

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 2მეწარმის ცნება
  • 5სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება
  • 7სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 85ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პირების საფირმო სახელწოდება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 27არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება
  • 1104საფირმო სახელწოდების დაცვა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

ნოტარიატის შესახებ

  • 19¹სანოტარო საქმიანობის ორგანიზება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 36მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

ფაქტორინგის შესახებ

  • 6ფაქტორინგული კომპანია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2309²⁷2711042519¹3685225457616
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საინვესტიციო ფონდების …,,მეწარმეთა და არასამე…ნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025