1.თუ დანიშნულების სადგურში მისული ვაგონების ნომრები და რაოდენობის მაჩვენებლები არ შეესაბამება გადაზიდვის დოკუმენტების მონაცემებს, ტვირთის გაცემა ფორმდება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის მიხედვით.
2.სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი ტვირთის გაცემისას, დანიშნულების სადგური გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ზედნადების მიხედვით, ვაგონთა იმ რაოდენობაზე გაანგარიშებით, რომელიც მივიდა ერთი გზავნილით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ. თავი XII გამგზავნის მარშრუტებით ტვირთის გადაზიდვის წესი

