“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 427

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომერციულ აქტს ადგენს და ამ წესების 415-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში ხელს აწერს ტვირთმიმღები‚ თუ იგი მონაწილეობდა ტვირთის შემოწმებაში‚ და სადგურის სამი მუშაკი: ა) სადგურის უფროსი (უფროსის მოადგილე) ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე); ბ) სატვირთო რაიონის უფროსი‚ პაკჰაუზის, საკონტეინერო მოედნის ან მახარისხებელი ბაქნის გამგე‚ მოვალეობათა განაწილების კვალობაზე; გ) სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის მიმღებ-ჩამბარებელი. თუ სადგურის საშტატო განრიგით ეს თანამდებობები არ არის გათვალისწინებული, მაშინ კომერციული აქტის ხელმოსაწერად შეიძლება მოწვეულ იქნეს სადგურის (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის) სხვა უფლებამოსილი მუშაკი. ამ შემთხვევაში, კომერციულ აქტში კეთდება ჩანაწერი: „საშტატო განრიგში –––––––––––––––––– თანამდებობა არ არის“.

2.თუ ვაგონის ტარას ამოწმებს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელსაც გადმოტვირთვისას ტვირთის აწონვაში მონაწილეობა არ მიუღია‚ კომერციული აქტის „66“ გრაფაში აღინიშნება იმ მიმღებ-ჩამბარებელის გვარი‚ რომელიც მონაწილეობდა ტვირთის აწონვასა და ვაგონის ტარის შემოწმებაში. კომერციულ აქტს ხელს აწერს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელმაც შეამოწმა ვაგონის ტარა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52363121164¹702419455415679 (და…20 (დ…79427
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს გარემოს და…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა