საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 79. ქვეკონტრაქტი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძეავთანდილ კუჭავა

1.მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორი თავისუფლად, ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე შეარჩიოს.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სთხოვს: ა) განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს, აპირებს თუ არა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემას, ხოლო თუ აპირებს − მიუთითოს აგრეთვე ქვეკონტრაქტორი და ქვეკონტრაქტის საგანი; ბ) შეატყობინოს მას შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პერიოდში განხორციელებული, ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეკონტრაქტით გადასაცემი შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობებს. მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამის 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცენტული დიაპაზონი ადეკვატური უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.

4.კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილი, რომელსაც იგი შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს გადასცემს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1321²7221 (დ…10349720681979
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტროენერგიის საცალო…სამშენებლო პროდუქტების…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა