Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 18

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 18. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:საჯარო შეთავაზებაკომერციული უძრავი ქონება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულად მიიჩნევა , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა ; ბ ) ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ .

2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი საფუძველი : ა ) კომერციულ ბანკს გაუუქმდა იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია და პროგრამის განცალკევება აუცილებელია იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა სრულად და დროულად შესასრულებლად ; ბ ) საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მიერ კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას ან არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის , რომ კომერციული ბანკის ეფექტიანი ზედამხედველობა შეუძლებელია ; გ ) პროგრამის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 22- ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე .

3.ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად . პროგრამის კრედიტორთა ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა ) მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან ამ მოთხოვნების პროპორციულად დაკმაყოფილდება . პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აქვს უპირატესობა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნებთან შედარებით . უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები ამოირიცხება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან .

4.ამ მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად , თუ პროგრამის ადმინისტრატორს უზრუნველყოფის აქტივები უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს დაგირავებული , მოგირავნეს აქვს საკუთარი მოთხოვნის გირავნობის საგნიდან სხვა პირთან შედარებითუპირატესი დაკმაყოფილების უფლება „ ფინანსური გირავნობის , ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

5.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების მომენტიდან უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული სახსრები ( მათ შორის , მსესხებელთა მიერ გადახდილი იპოთეკური სესხების ძირითადი თანხა და პროცენტები ) ემიტენტის სხვა სახსრებისგან უნდა გაიმიჯნოს და ამ მიზნით უნდა განთავსდეს სხვა კომერციულ ბანკში ( კომერციულ ბანკებში ) გახსნილ სეგრეგირებულ ფულადი სახსრების ანგარიშზე ( ანგარიშებზე ). აღნიშნული სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში უნდა იქნეს შეტანილი .

6.ერთი პროგრამის უზრუნველყოფის აქტივები ( მათ შორის , ამ აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები ) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად .

7.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება არ ახდენს გავლენას იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე , მათ შორის , ამ კანონის მე -16 და მე -17 მუხლებით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა უფლებებზე . პროგრამის განცალკევების მიუხედავად , გრძელდება ამ კანონით უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივების დამატებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ემიტენტს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის / გადახდისუუნარობის პროცესი .

8.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით , თუ ის გარემოებები , რომლებიც განცალკევების საფუძველი გახდა , აღარ არსებობს .

9.ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის არსებობის ყველა ეტაპზე იქონიოს იმ ღონისძიებათა ამსახველი საოპერაციო გეგმა , რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამის შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების დაუბრკოლებლად გადაცემასა და პროგრამის ჯეროვნად განხორციელებას .

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული უძრავი ქონების შეძენასერვისის გვერდი
  • ობლიგაციების ემისიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2022

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 24განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა
  • 10იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება
  • 21იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55⁷რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია
  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹⁴რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 7დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
730137¹⁴737¹²55⁷55³491722142410211918
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026