იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 23. პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ემიტენტის ლიკვიდაციისას

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისალომე ბეჟაშვილი

1.ემიტენტის ლიკვიდაციისას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს ემიტენტის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ იმდენად ( იმ ფარგლებში ), რამდენადაც უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის მათი ვადამოსული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის . ამ პუნქტით გათვალისწინებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები ემიტენტს პროგრამის კრედიტორთა სახელით შეიძლება წარუდგინოს პროგრამის ადმინისტრატორმა , ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ლიკვიდატორმა . პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება აღნიშნული მოთხოვნები დამოუკიდებლადაც წარადგინონ ან / და სადავო გახადონ მათი სახელით წარდგენილი მოთხოვნების მოცულობა .

2.თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისას , რომლებიც , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგს მიეკუთვნება , პროგრამის კრედიტორებს კომერციული ბანკის მიმართ აქვთ ვადამოუსვლელი მოთხოვნები , ემიტენტის ლიკვიდატორი ვალდებულია დააკავოს შესაბამისი ოდენობის თანხა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის კრედიტორთა მიერ ( ან მათი სახელით ) პოტენციურად წარსადგენი მოთხოვნებისთვის . ემიტენტის ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს , მათ შორის , ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კუთვნილი აქტივების ( გარდა უზრუნველყოფის აქტივებისა ) მოცულობა და ღირებულება , უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა , ვადიანობა და საკრედიტო ხარისხი , უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე , იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობა . ამ პუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს პროგრამის ადმინისტრატორი .

3.აკრძალულია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ემიტენტის რეგისტრაციის გაუქმება მანამ , სანამ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა სხვა კომერციულ ბანკს სრულად არ გადაეცემა ან პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან სრულად არ დაკმაყოფილდება .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴30137¹²37¹⁴55⁷55³48¹75517162423
მნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…კომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა