იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 24. განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან პროგრამის ადმინისტრატორის მიმართვის საფუძველზე გადახდისუუნაროდ გამოაცხადოს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ემიტენტის განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) უზრუნველყოფის აქტივები პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების უზრუნველყოფისა და პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების დაფარვისთვის საკმარისი არ არის და ეს შეუსაბამობა დროებითი არ არის ; ბ ) შეუძლებელია უზრუნველყოფის აქტივებიდან თუნდაც 1 პროგრამის კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ეს შეუძლებლობა დროებითი არ არის .

2.თუ , ამ კანონის მე -20 მუხლის მე -6− მე -9 პუნქტების შესაბამისად , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოწვეულ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე პროგრამის კრედიტორები არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას ან საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს განაცხადებს კრების მიერ მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე , საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ . საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაშიც , თუ აშკარაა , რომ პროგრამის რესტრუქტურიზაციის შესახებ პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება ვერ აღმოფხვრის იმ გარემოებებს , რომლებმაც გადახდისუუნარობა გამოიწვია , ან თუ აშკარაა , რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში პროგრამის კრედიტორები იმაზე ნაკლებს მიიღებენ , ვიდრე ლიკვიდაციისას მიიღებდნენ .

3.გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პროგრამის ლიკვიდატორი , რომელსაც პროგრამის აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკის ლიკვიდატორის უფლებამოსილების იდენტური უფლებამოსილება ენიჭება . პროგრამის ადმინისტრატორს უფლებამოსილება პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისთანავე უწყდება . პროგრამის ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ ემიტენტს როგორც სასამართლოში , ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში . ამ კანონის მე -19 მუხლისა და მე -20 მუხლის მე -10 და მე -11 პუნქტების დებულებები შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორზე . პროგრამის ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პროგრამის ადმინისტრატორიც .

4.კომერციული ბანკების ლიკვიდაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა , ამ კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით , შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის წარმოებაზე .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29730137¹⁴55⁷6448¹6019202518211424
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…არასაბანკო სადეპოზიტო …ფასიან ქაღალდებად გარდ…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა