Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 10

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 10. საჯარო სექტორში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტებისხვა არამატერიალური აქტივების შეფასებათავდაცვის შესყიდვებიაქტივებით ტრანზაქციებიგამომცემლობააქციებით ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია დებს კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ან სხვა შემსყიდველ ორგანიზაციასთან ერთად სრულად აკონტროლებს ამ იურიდიულ პირს. სრული კონტროლი ნიშნავს აღნიშნული იურიდიული პირის როგორც სტრატეგიულ მიზნებზე, ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენას, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. ასეთი კონტროლი შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე სხვა იურიდიულმა პირმა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია/ორგანიზაციები ამგვარადვე აკონტროლებს/აკონტროლებენ; ბ) ამ იურიდიული პირის საქმიანობის 80%-ზე მეტს შეადგენს იმ დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც/რომლებიც მას მაკონტროლებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა ან ასეთი შემსყიდველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ კონტროლირებულმა სხვა იურიდიულმა პირმა/პირებმა დააკისრა/დააკისრეს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო/ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; გ) ამ იურიდიული პირის საქმიანობაში კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა არ არსებობს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც იმავე პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებული იურიდიული პირი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციაა, შესყიდვის ხელშეკრულებას დებს მის მაკონტროლებელ შემსყიდველ ორგანიზაციასთან ან სხვა იურიდიულ პირთან, რომელსაც სრულად აკონტროლებს იგივე შემსყიდველი ორგანიზაცია, იმ პირობით, რომ იმ იურიდიული პირის საქმიანობაში, რომელთანაც შესყიდვის ხელშეკრულება იდება, კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა არ არსებობს.

3.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ ან ორზე მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დაიდო, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) მონაწილე შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის ყალიბდება ან ხორციელდება თანამშრომლობა მათ მიერ საჯარო უფლებამოსილების ერთობლივად განსახორციელებლად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას საჯარო ინტერესი ერთადერთი სახელმძღვანელო პრინციპია; გ) მონაწილე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის წილი ღია ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია. ამ წილის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო/ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2032 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. 1 იან. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული მოსყიდვა (მუხლი 221) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგამომცემლო შეთანხმებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-15
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 73მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 9ზოგადი გამონაკლისები
  • 8გამონაკლისებთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები
  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება
  • 29სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 11სახელმწიფო კონტროლი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 15სახელმწიფო შესყიდვა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11117326291527398981210
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო სამართლის იურიდ…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026