სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 10³. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა სისტემაში რეგისტრირებული იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ მუხლით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმავე პუნქტითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირობებს.

3.საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტული მოცულობა, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება. ამ მოცულობის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესასყიდი ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების 1%-ს.

4.ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლება, თუ იგი საქმიანობას ამავე მუხლის თანახმად მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ახორციელებს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი III ელექტრონული ტენდერი საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2026 – 1 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 18 მაი. 2005 – 2 ივლ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
710¹1325823332713⁶1535121910³
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საგადასახა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა