Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 48

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 48. საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ვაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგიატოკენის გაშვება და ფანდრეიზინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად საჯარო შესყიდვა განახორციელოს ლოტებად ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფას საფუძვლად უნდა დაედოს ტექნიკური ან ეკონომიკური ასპექტები. თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა და საჯარო შესყიდვის ამგვარად განუხორციელებლობა.

2.შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფისა და საჯარო შესყიდვის ამგვარად განხორციელების შემთხვევაში მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური ღირებულება თითოეული ლოტის მიმართ. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების საჯარო შესყიდვა ერთ შესყიდვად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით, დასაშვებია საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება, თუმცა მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური ღირებულება.

3.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ერთ შესყიდვად მიიჩნევა აგრეთვე ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების საჯარო შესყიდვა, რომელიც ერთიანი მიზნის მისაღწევად ან/და ერთიანი შედეგის მისაღებად ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვის პროცედურებს, როგორც წესი, ლოტებად ახორციელებს. თუ საჯარო შესყიდვის პროცედურები ცალ-ცალკე ვერ ხორციელდება და შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა. საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების შემთხვევაში მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი ლოტების სავარაუდო ჯამური ღირებულება.

4.საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში განსაზღვროს იმ ლოტების რაოდენობა, რომლებში განაცხადის/წინადადების წარდგენაც ერთ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია. თუ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, განაცხადი/წინადადება რამდენიმე ან ყველა ლოტში წარადგინოს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს იმ ლოტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც შესყიდვის ხელშეკრულება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებით დაადგინოს და დაასაბუთოს ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები ან წესები, რომელთა მიხედვითაც იგი განსაზღვრავს ლოტებს, რომელთა ფარგლებშიც დაიდება შესყიდვის ხელშეკრულება ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ იგი დასაშვებზე მეტი რაოდენობის განაცხადს/წინადადებას წარადგენს.

5.დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრებისთვის თავის ასარიდებლად. საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ მიიჩნევა ნებისმიერი შემდეგი შემთხვევა: ა) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა, რაც უნდა დასაბუთდეს; ბ) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვით, რაც უნდა დასაბუთდეს; გ) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება არის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევა, როდესაც განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის ღირებულებები, საჯარო შესყიდვის ბუნებიდან და მასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, არ უნდა დაჯამდეს.

6.შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფისა და საჯარო შესყიდვის განხორციელების წესი, აგრეთვე საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის თავიდან აცილებისა და გამოვლენის მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპოტ ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • OTC გარიგებების ორგანიზება დიდი მოცულობისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 47შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა
  • 43წლიური გეგმა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 9შესყიდვების დაგეგმვა
  • 20⁶ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება
  • 5სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 48ადგილობრივი შესყიდვა

პროკურატურის შესახებ

  • 73სახელმწიფო შესყიდვების მართვა და ორგანიზება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165²⁰საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48165²⁰920⁶732657333912474348
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ადგილობრივი თვითმმართვ…პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026