Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 49

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 49. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვებიუძრავი ქონების გარიგებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:13456789101112131415

1.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს სპეციფიკაციებს, რომლებიც აღწერს შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მახასიათებლებს. # 2. თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები, აგრეთვე ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) ინტერესები.

3.შესყიდვის პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს პირობას, მოითხოვება თუ არა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა.

4.სპეციფიკაციები ეკონომიკურ ოპერატორებს საჯარო შესყიდვის პროცედურებში თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს და ხელოვნურად არ უნდა უქმნიდეს დაბრკოლებებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური სპეციფიკაციები შესაძლებელია ეხებოდეს აგრეთვე შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სპეციფიკაციები არ უკავშირდება შესყიდვის ობიექტის შემადგენელ არსებით ნაწილს ან შესყიდვის ობიექტის სხვა ფიზიკურ მახასიათებელს, იმ პირობით, რომ აღნიშნული მოთხოვნა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ამ ხელშეკრულების მიზნის პროპორციულია.

5.სპეციფიკაციები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით: ა) შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, მათ შორის, გარემოსდაცვით მახასიათებლებსა და კრიტერიუმებზე მითითებით; ბ) ტექნიკური სპეციფიკაციების სახით, რომელთა აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სათანადო სტანდარტს შემდეგი თანამიმდევრობის დაცვით: საერთაშორისო სტანდარტი, მისი არარსებობის შემთხვევაში – რეგიონალური სტანდარტი, რეგიონალური სტანდარტის არარსებობისას – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში მოქმედი სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს სტანდარტი. სტანდარტზე ყოველი მითითება უნდა შეიცავდეს დათქმას „ან ეკვივალენტური“; გ) შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებით, რისი მიზანიცაა შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების დაკმაყოფილების შემოწმება; დ) შერეულად, შესრულების, ფუნქციური და ტექნიკური სპეციფიკაციების სახით.

6.უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას.

7.სპეციფიკაციების აღწერა ბუნდოვანი არ უნდა იყოს. დაუშვებელია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, ცალკეული პროცესების, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის პირდაპირ ან/და ირიბად მითითება, გარდა შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, როდესაც აღწერის სხვა, ზუსტი საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში აღწერას უნდა დაერთოს დათქმა „ან ეკვივალენტური“.

8.შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია უარი თქვას წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ შემოთავაზებული საქონელი, სამუშაო ან მომსახურება არ შეესაბამება შესყიდვის პირობებით გათვალისწინებულ სპეციფიკაციებს, თუ პრეტენდენტი ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დაასაბუთებს, რომ წინადადება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში ტექნიკური სპეციფიკაციების სახით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია.

9.თუ შემსყიდველ ორგანიზაციას სურს შესყიდვის ობიექტის აღწერისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი, სოციალური ან სხვა, მსგავსი მახასიათებლები, იგი უფლებამოსილია სპეციფიკაციებში მიუთითოს, რომ შემოთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ამ პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის დასადასტურებლად აუცილებელია კონკრეტული ეტიკეტის („ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ ან/და სხვა) ქონა. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ეტიკეტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვის ობიექტთან და გამოიყენება, როგორც დამკვიდრებული მეთოდი, ამ შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების განსაზღვრისთვის; ბ) ეტიკეტის მისაღებად დაწესებული მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდეს არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს, რომელთა ობიექტურად გადამოწმებაც შესაძლებელია; გ) ეტიკეტი დამტკიცებული უნდა იყოს პროცესით, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მომხმარებლებს, მეწარმეებსა და მწარმოებლებს; დ) ეტიკეტის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს; ე) ეტიკეტის მისაღებად მოთხოვნები უნდა დააწესოს მესამე პირმა, რომელზედაც ეტიკეტის მიღების მსურველი ეკონომიკური ოპერატორი გავლენას ვერ მოახდენს.

10.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ მოითხოვს, რომ შესყიდვის ობიექტი ეტიკეტთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მან უნდა მიუთითოს ის მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა.

11.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკრეტულ ეტიკეტს მიუთითებს, იგი ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესყიდვის ობიექტი ეკვივალენტურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

12.თუ ეკონომიკური ოპერატორი დაადასტურებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოიპოვებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ეტიკეტს ან მის ეკვივალენტურ ეტიკეტს, შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს სხვა, სათანადო მტკიცებულებას, მათ შორის, მწარმოებლის მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული შესყიდვის ობიექტი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ეტიკეტთან დაკავშირებით.

13.თუ ეტიკეტი ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ იმავდროულად დაწესებულია სხვა მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული არ არის, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს ასეთი ეტიკეტი. ასეთ შემთხვევაში მან უნდა აღწეროს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები.

14.შემსყიდველმა ორგანიზაციამ წინადადების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დასადგენად ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს: ა) აღწერა, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, ფოტოსურათი ან ნიმუში, აგრეთვე მისი ავთენტურობის დადასტურება; ბ) ექსპერტიზის, ინსპექტირების ან სხვა შემფასებელი პირის/ორგანოს დასკვნა, ანგარიში ან სხვა, მსგავსი ტიპის დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია დასკვნის, ანგარიშის ან სხვა, მსგავსი ტიპის დოკუმენტის გამცემი კონკრეტული პირის/ორგანოს მითითება.

15.შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების ეკვივალენტურად ცნობის დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №420 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 აპრ. 2025
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-03
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 76შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველყოფა
  • 53შესყიდვის პირობები
  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 12შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები
  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 9შესყიდვების დაგეგმვა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 515ოფცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 103მიწოდების წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
137951512282103765312649
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026