საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 72. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ თავის მოქმედება ვრცელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ/დასადებ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანია: ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (მათ შორის, მისი ნებისმიერი ნაწილის ან/და კომპონენტის) მიწოდება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციისა და მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ელემენტთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა; გ) სამხედრო მიზნებისთვის ან თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი (თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული) სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ამ კანონის დებულებებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოიყენოს ამ კანონით დადგენილი სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესი, ან იხელმძღვანელოს ამ თავის დებულებებით, ან ისარგებლოს ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით. სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესის გამოყენების შემთხვევაში საჯარო შესყიდვაზე ამ თავის დებულებები არ ვრცელდება. ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით სარგებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი მიზნად არ ისახავს ამ კანონის გამოყენების ხელოვნურად თავიდან აცილებას და ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება.

5.თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ხორციელდება, მათზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

6.თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვაზე ამ კანონის 61-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19110³312281 (და…7361981782972
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს 2026 წლის …იარაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა