Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 13

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 13. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობათავდაცვის შესყიდვებისამედიცინო მოწყობილობები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის. ეს მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. აღნიშნული მოთხოვნები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და ეკონომიკურ ოპერატორთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

2.თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუკი ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული.

3.ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელს.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკური ოპერატორის შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5.ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილებას, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება.

6.ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.

7.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს (მიმწოდებელს) მოსთხოვოს, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა დასაბუთდეს.

8.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.

9.ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი, მათ შორის, შესრულებული ვალდებულების შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2032 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  3. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  4. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  5. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-13 მუხლის ადრინდელი ტექსტი შეიცვალა სიტყვებით „მონაცემები მოთხოვნებს“ და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განმსაზღვრელი ნორმა ამ ნაწილში აღარ ჩანს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12¹შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • კონკურენციის სამართლის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • სამედიცინო მოწყობილობის დავასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სახელმწიფო შესყიდვ… 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება
  • 21²ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 20ქვეკონტრაქტორი
  • 79ქვეკონტრაქტი
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32710³21²18213⁵13⁶14 (დ…2620791913
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…სამშენებლო პროდუქტების…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026