Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 86

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 86. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით.

2.საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.

3.საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

4.საბჭოს აპარატი: ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს; დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას; ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5.საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.

6.საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საბჭოს წევრები.

7.საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით.

8.კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3756 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №329 – ვებგვერდი, 20.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 20 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 20 თებ. 2025

    მე-3 პუნქტში აპარატის რიცხოვნობასა და ანაზღაურებას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო დებულებასა და სტრუქტურას მისი წარდგინებით სამართლებრივი აქტებით საქართველოს მთავრობა. მე-5 პუნქტში სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებისთვის აპარატი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.

  2. 11 დეკ. 2023

    86-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი“, ხოლო მე-8 პუნქტში დაემატა „მათი“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 85შემდეგი მუხლი 87

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 ცვლილება · ბოლო 20 თებ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 85საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 83საბჭო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁵საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
  • 23⁴საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 69მოსამართლის შრომის ანაზღაურება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 41მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18¹

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 11¹უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო
  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 25

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 9საბჭოს სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23⁵23⁴18¹256911¹11941914858386
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026