Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებმუხლი 5

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 5. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასხვა არამატერიალური აქტივების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის): ა) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით; ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში − მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში − იმ მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი; გ) არსებობის შემთხვევაში − საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე, თუ ის განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მისამართისგან; დ) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) მითითებით, ხოლო თუ, საქონლის ან მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას; ე) არსებობის შემთხვევაში − გადახდის, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესის თაობაზე; ვ) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული გარანტიის თაობაზე, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ; ზ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე; თ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის ვალდებულებებისა და მათი შესრულების მინიმალური ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ; ი) ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში − მისი დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ციფრული შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა; კ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.

2.საჯარო აუქციონის შემთხვევაში მომხმარებელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვაჭრის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, შეიძლება მიეწოდოს იგივე ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შესახებ.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეების მიერ აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროებისთვის გამიზნულ წვრილმან ყოფით გარიგებაზე, თუ ის ხელშეკრულების დადებისთანავე სრულდება.

5.ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−მე-12 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.

6.თუ მოვაჭრე დაარღვევს დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს, მომხმარებელს არ დაეკისრება შესაბამისი დამატებითი ხარჯის გაწევა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის): ა) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით; ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში − მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში − იმ მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი; გ) არსებობის შემთხვევაში − საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე, თუ ის განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მისამართისგან; დ) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) მითითებით, ხოლო თუ, საქონლის ან მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას; ე) არსებობის შემთხვევაში − გადახდის, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესის თაობაზე; ვ) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული გარანტიის თაობაზე, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ; ზ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე; თ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის ვალდებულებებისა და მათი შესრულების მინიმალური ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ; ი) ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში − მისი დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ციფრული შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა; კ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ. 2. საჯარო აუქციონის შემთხვევაში მომხმარებელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვაჭრის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, შეიძლება მიეწოდოს იგივე ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეების მიერ აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროებისთვის გამიზნულ წვრილმან ყოფით გარიგებაზე, თუ ის ხელშეკრულების დადებისთანავე სრულდება. 5. ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−მე-12 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. 6. თუ მოვაჭრე დაარღვევს დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს, მომხმარებელს არ დაეკისრება შესაბამისი დამატებითი ხარჯის გაწევა.
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკლიენტო ბაზის (customer list) ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №3

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 16მოვაჭრის ვალდებულებები
  • 7საქონლის მიწოდება

ტურიზმის შესახებ

  • 39დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული წინასახელშეკრულებო ინფორმაცია
  • 14წინასახელშეკრულებო ინფორმაცია
  • 41დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულების პირობები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • 5კომერციული შეტყობინება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 24მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657²1051012167485243914415
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…ტურიზმის შესახებელექტრონული კომერციის …ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სამოქალაქო…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023