Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 25

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 25. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ადმინისტრაციული წარმოება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით ხორციელდება.

2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი, საქმიანობის რეგისტრაციის მისაღებად, მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ითხოვს რეგისტრაციის მაძიებელი და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.

4.განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში − სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები; ფიზიკური პირის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

5.განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას ან საქმიანობის გაფართოებას და უკვე ფლობს სხვა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას ან ლიცენზიას, მარეგულირებელი ორგანო არ იკვლევს იმ სალიცენზიო ან/და სარეგისტრაციო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც წინა ლიცენზიის ან/და რეგისტრაციის გაცემისას დადგინდა.

7.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში რეგისტრირებული პირი ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს ამ ცვლილების თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

8.თუ რეგისტრირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ასევე აქვს მის ფილიალსაც. რეგისტრირებული იურიდიული პირი ვალდებულია მისი ფილიალის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ფილიალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მქონე იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე რეგისტრაციის გაცემას.

9.ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაფართოების თაობაზე რეგისტრირებული პირის მიერ მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე.

10.განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს: ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ; ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა.

11.მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 78

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 26ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი
  • 29ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება
  • 21ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება
  • 11რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 56სარეგისტრაციო წარმოების დაწყება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 8სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება
  • 20³ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების პრინციპები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 13ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7825⁶820³59²591011561326292125
მითითებამნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025