რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 42. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო და მასზე კონტროლის განხორციელების აღდგენა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს რადიოაქტიურ წყაროზე კონტროლის განხორციელების დაკარგვის ან რადიოაქტიურ წყაროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სიტუაციის ან ინციდენტის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა რადიოლოგიური ან ქონების/გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება.

2.მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს იმ აღმოჩენილი უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, რომლის მფლობელის დადგენა შეუძლებელია; ბ) შეაგროვოს და გააანალიზოს ქვეყანაში წარსულში გამოყენებული რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირის ან/და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ ინფორმაცია შესაძლო უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს არსებობის დასადგენად; გ) უზრუნველყოს დროული რეაგირება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისას, მათზე კონტროლის აღდგენის მიზნით; დ) დაეხმაროს სახელმწიფო უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, (სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, აეროპორტს, პორტს, საზღვაო სივრცეს, ჯართის შემგროვებელ პუნქტსა და ჯართის გადამამუშავებელ საწარმოს, სხვა ორგანიზაციებს) შეიმუშაონ და განახორციელონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების აღმოსაჩენად.

3.მოთხოვნები და პროცედურები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს მოძიებისა და მასზე მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის თაობაზე განისაზღვრება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესის ტექნიკური რეგლამენტით. თავი VI. დეკომისია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს რადიოაქტიურ წყაროზე კონტროლის განხორციელების დაკარგვის ან რადიოაქტიურ წყაროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სიტუაციის ან ინციდენტის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა რადიოლოგიური ან ქონების/გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება. 2. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს იმ აღმოჩენილი უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, რომლის მფლობელის დადგენა შეუძლებელია; ბ) შეაგროვოს და გააანალიზოს ქვეყანაში წარსულში გამოყენებული რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირის ან/და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ ინფორმაცია შესაძლო უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს არსებობის დასადგენად; გ) უზრუნველყოს დროული რეაგირება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისას, მათზე კონტროლის აღდგენის მიზნით; დ) დაეხმაროს სახელმწიფო უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, (სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, აეროპორტს, პორტს, საზღვაო სივრცეს, ჯართის შემგროვებელ პუნქტსა და ჯართის გადამამუშავებელ საწარმოს, სხვა ორგანიზაციებს) შეიმუშაონ და განახორციელონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების აღმოსაჩენად. 3. მოთხოვნები და პროცედურები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს მოძიებისა და მასზე მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის თაობაზე განისაზღვრება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესის ტექნიკური რეგლამენტით. თავი VI. დეკომისია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3819231924 (დ…11104540464542
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…რადიოაქტიური ნარჩენები…საქართველოს გარემოს და…ელექტრონული კომუნიკაცი…პროდუქტის უსაფრთხოების…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა