რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 46. დეკომისია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკომისიის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს დეკომისიის გეგმაში ცვლილების შეტანა, რაც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით უნდა განხორციელდეს.

2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულებისას, დეკომისიის დასახული მიზნის მიღწევის დასადასტურებლად, უნდა განახორციელოს რადიოლოგიური მონიტორინგი.

3.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულების შემდეგ მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება დეკომისიის შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების ჩათვლით.

4.მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო მდგომარეობა, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა.

5.ბირთვული და რადიაციული ობიექტი მარეგულირებელი კონტროლისაგან არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი არ დაადასტურებს, რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეკომისიის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს დეკომისიის გეგმაში ცვლილების შეტანა, რაც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით უნდა განხორციელდეს. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულებისას, დეკომისიის დასახული მიზნის მიღწევის დასადასტურებლად, უნდა განახორციელოს რადიოლოგიური მონიტორინგი. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულების შემდეგ მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება დეკომისიის შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების ჩათვლით. 4. მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო მდგომარეობა, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა. 5. ბირთვული და რადიაციული ობიექტი მარეგულირებელი კონტროლისაგან არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი არ დაადასტურებს, რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁸5959²47³847 (და…24 (დ…4944454346
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს გარემოს და…ნავთობისა და გაზის შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა