1.საბარათე ინსტრუმენტის/საბარათე მონაცემების, მობილურის, აქსესუარის დაკარგვის, მოპარვის, მითვისების ან მისი საშუალებით არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია უშუალოდ ან აუთსორსინგული კომპანიის საშუალებით უზრუნველყოს ბარათის მფლობელისაგან შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღების შესაძლებლობა.
2.საბარათე ინსტრუმენტის/საბარათე მონაცემების, მობილურის, აქსესუარის დაკარგვის, მოპარვის, მითვისების ან მისი საშუალებით არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ბარათის მფლობელი ვალდებულია ფაქტის აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში აცნობოს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ განსაზღვრულ პირს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო ემიტენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საბარათე ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა/დაბლოკვა.
3.პროვაიდერი უფლებამოსილია დაუყონებლივ უზრუნველყოს საბარათე ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა ან დროებით დაბლოკვა, თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბარათე ინსტრუმენტით შესაძლოა ხორციელდებოდეს არაავტორიზებული ოპერაციები. აღნიშნულ შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს. თავი III ექვაირინგი

