Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 16

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 16. საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვაIP დიუ დილიჯენსიდაფუძნებარისკების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის  განხორციელებისთვის; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს; დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული; ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით; ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის  განხორციელებისთვის; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს; დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული; ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით; ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო1 დღისთვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ანრეგისტრაციის, აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს   დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინვესტიციის IP გადახედვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მგრძნობელობის ანალიზი (Sensitivity Analysis) საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ფორმირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 80საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
  • 15უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები
  • 23აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 17საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 34საფონდო ბირჟის წევრები

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3452⁴23¹5467801523171016
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026