საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 23. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − არ არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი  რისკის  იურისდიქციების ნუსხაში; ნუსხაში; დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − არ არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242025⁹251652⁴28¹811629171823
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…დაზღვევის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა