ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 19. საპენსიო კომპანიასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საპენსიო კომპანია ვალდებულია სამსახურს წინასწარ შეატყობინოს საპენსიო კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება შეეხება საპენსიო კომპანიის ლიცენზირების პირობებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ სამსახური შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, რის შესახებაც სამსახური წინასწარ აცნობებს განმცხადებელს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22²12166816 (დ…37³221747444819
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…სახელმწიფო პენსიის/საპ…ლიცენზიებისა და ნებართ…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა