საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 17. საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება შეეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ საზედამხედველო ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.

3.ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება შეეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ საზედამხედველო ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე. 3. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2211452⁴23¹11³ (…718248480631917
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებდაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა