ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 20. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახური ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ინფორმაცია.

2.თითოეულ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს რეესტრში უნდა მიენიჭოს შესაბამისი კოდი.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მის მიერ დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელწოდებები, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია შესაბამისი სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის მიმდინარეობის თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

4.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისას დაეყრდნოს სამსახურის მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20³192052²2637⁵4155116611¹20
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…ფულის გათეთრებისა და ტ…დაზღვევის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა