Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 26

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:კერძო განთავსებასტრუქტურირებული პროდუქტებიპერსონალური ინვესტიციაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც ის დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს.

2.საინვესტიციო კომიტეტი სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

3.სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას ერთზე მეტ პირს უწევდეს, მაგრამ მას საპენსიო ფონდის საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.

4.საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5.სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია.

6.სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში; დ) საპენსიო ფონდს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად; ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას; ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებას; ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

7.სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო ფონდს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

8.სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების არსებითად დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მისი შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და მმართველობით საბჭოს.

9.სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო ფონდისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10.სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11.ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები.

12.თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი. საქართველოს 2020 წლის 19 მარტის კანონი №5860  – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2551 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3728 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც (რომლებსაც) დააკისრებს საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას, და ამის თაობაზე დადოს მასთან (მათთან) დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით, ამ კანონის მიზნებისთვის არიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირები. 2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. [ 2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული. 4. საქართველოში რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს, უნდა იყოს ლიცენზირებული და აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული, დეპოზიტარული მომსახურების გამწევი პირი უნდა იყოს ლიცენზირებული სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 5. ამავე დროს, სპეციალიზებული დეპოზიტარი: ა) არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია; ბ) არ უნდა იყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი; გ) არ უნდა სესხულობდეს ან ასესხებდეს თანხებს აქტივების მმართველ კომპანიას ან მასთან აფილირებულ პირს. 5 1 . სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ  გამოიყენება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული. 6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში; დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად; ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის თაობაზე დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 7. საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 8. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების,  სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს. 9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას. 10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში. 11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები, და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს, გარდა იმ ანგარიშსწორებისა, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესთან. 12. თუ საინვესტიციო  საბჭო დაადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი, საქართველოში საპენსიო აქტივები ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსდეს, შეიძლება საქართველოში საპენსიო აქტივების განსათავსებლად მეორე სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩეს. ამ შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩევა და მასთან ხელშეკრულება იდება ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2020 წლის 19 მარტის კანონი №5860  – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2551 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კერძო კაპიტალის განთავსებასერვისის გვერდი
  • პერსონალიზებული ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავებასერვისის გვერდი
  • სტეიკინგის (staking) და ლიქვიდური სტეიკინგის მომსახურებასერვისის გვერდი
  • სტრუქტურირებული პროდუქტების დიზაინისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
5
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2სახელმწიფო შესყიდვ… 1საჯარო შესყიდვების… 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები
  • 34სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
  • 37სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 11საპენსიო დანაგროვის ინვესტირება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები
  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 29სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 38ცენტრალური დეპოზიტარი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1338152³192814333437924252926
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საინვესტიციო ფონდების …არასახელმწიფო საპენსიო…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025