Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 12

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²7891011

1.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.

2.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

3.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში საექსპერტო კომისიის წევრები სააგენტოს წარუდგენენ საექსპერტო დასკვნებს, ხოლო საექსპერტო კომისია შექმნიდან 40 დღის ვადაში მას წარუდგენს გზშ-ის ანგარიშის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას.

4.საზოგადოებას უფლება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.

5.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2​ 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

6.საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დროის, ადგილისა და წესის შესახებ ინფორმაცია ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის ჩატარების ფორმისა და მასში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

6¹.სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება გზშ-ის ანგარიშის ხარვეზის დადგენისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 50 დღისა. ამის შესახებ სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

6².ამ მუხლის 6 1 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6​ 3 . თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.

7.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სააგენტომ უნდა განიხილოს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამავე კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები.

8.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.

9.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა.

10.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

11.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 7 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №390 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3877 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №96 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას. 2. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 35 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვისვადაში მიზნითუზრუნველყოფს სააგენტოწარმოდგენილი ქმნისდოკუმენტაციის ამ კოდექსის 42-ემე-10 მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტოგანსაზღვრულ კომისიას.მოთხოვნებთან საექსპერტოფორმალური კომისიაშესაბამისობის ამზადებსშემოწმებას და შექმნიდანსათანადო 40საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში სააგენტოსაცნობებს წარუდგენსგანმცხადებელს ექსპერტიზისდა დასკვნას2 გზშ-ისდღის ანგარიშისვადაში შესახებ.უზრუნველყოფს 3.ადმინისტრაციული სააგენტოწარმოების საქართველოსშეწყვეტის ზოგადიშესახებ ადმინისტრაციულიინფორმაციის კოდექსისგარემოსდაცვით 83-ესაინფორმაციო მუხლითპორტალსა გათვალისწინებულიდა ხარვეზისშესაბამისი დადგენისმუნიციპალიტეტის შესახებაღმასრულებელი გადაწყვეტილებასორგანოს იღებსან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 155 დღის ვადაში.ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში საექსპერტო კომისიის წევრები სააგენტოს წარუდგენენ საექსპერტო დასკვნებს, ხოლო საექსპერტო კომისია შექმნიდან 40 დღის ვადაში მას წარუდგენს გზშ-ის ანგარიშის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას. 4. საზოგადოებას უფლება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ცენტრისააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვისჩატარებისთვის. პასუხისმგებელიასააგენტო ცენტრი.წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს წარმართავსპროცესს. ცენტრისააგენტოს დაუფლებამოსილი საჯაროწარმომადგენელი განხილვისადგენს შესახებგზშ-ის ოქმსანგარიშის ადგენსსაჯარო ცენტრისგანხილვის უფლებამოსილიშესახებ წარმომადგენელი.ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრი.სააგენტო. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისმის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაშიშენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილიამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაშიშენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვაგანხორციელება ტარდება− ცენტრისსააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაშიშენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 22​ 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დროის, ადგილისა და წესის შესახებ ინფორმაცია ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის ჩატარების ფორმისა და მასში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ. 6 1 . სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება გზშ-ის ანგარიშის ხარვეზის დადგენისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 50 დღისა. ამის შესახებ სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 6 2 . ამ მუხლის 6 1 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6​ 3 . თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სააგენტომ უნდა განიხილოს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამავე კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები. 8. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე85-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელიაშეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა. 10. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშს,ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნასა დადასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაშისამართლებრივი უზრუნველყოფსაქტისა ამდა დოკუმენტებისასაჯარო დაგანხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 57 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №390 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3877 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №96 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
რედაქციების შედარება

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით მინისტრი ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 40 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ. 3. სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი თ გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში. 4. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ. 5. განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო ატარებს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სამინისტრომ უნდა განიხილოს და,  შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები. 8. სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის,განათლების, სპორტისამეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობისსპორტის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლითმუხლი თ დადგენილი წესით. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას – საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №390 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოზე გავლენის შეფასებასერვისის გვერდი
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასებასერვისის გვერდი
  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • გარემოს სასამართლო პროცესის წარმომადგენლობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №17

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
8
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 84მუხლი 10მუხლი 11მუხლი 14მუხლი 32მუხლი 34მუხლი 42

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51მუხლი 34სამრეწველო ემისიებ… 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 7¹ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 48გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 16ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.  საჯარო განხილვა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 107ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
  • 104ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 108ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 84სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84113410143242517¹481071114171612
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025