Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 19

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 19. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებადაბინძურების კონტროლიკლიმატის პოლიტიკა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საქმიანობის განხორციელების პროცესში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების ან გაფართოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე.

2.სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, ხელახლა განიხილოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები და აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, თუ: ა) საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად,  რომ უზრუნველყოფილი იქნება ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება; ბ) ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას; გ) საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) საქმიანობის შედეგად გამოწვეულია  იმდენად მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომ საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვა ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრა; ე) შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების გადახედვა; ვ)  ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ამ ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარსადგენად. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

4.ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთად გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთად სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკრინინგის განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

5.სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებასა და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ამ განაცხადის დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.

6.სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან  60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილება და, შესაბამისად, საჭიროებს თუ არა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა ამ კანონის II თავით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ ეს ცვლილება არსებითი ცვლილება არ არის, მას იმავე გადაწყვეტილებით შეაქვს აღნიშნული ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

7.თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შედეგად  დაადგენს, რომ დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილებაა, უნდა გაიცეს ახალი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, რის შესახებაც სააგენტო აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში, რის შემდეგაც საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გონივრულ ვადას. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან.

9.სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით შეიტანოს ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში, თუ დეპარტამენტმა ინსპექტირების საფუძველზე გამოავლინა საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებთან შეუსაბამობა და სააგენტო დაადგენს, რომ ეს შეუსაბამობა არსებითი შეუსაბამობა არ არის. სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანამდე შესაბამის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, 15 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში სათანადო ცვლილება შეაქვს 30 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო მიღებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

10.(ამოღებულია - 26.06.2025, №792). საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საქმიანობის განხორციელების პროცესში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების ან გაფართოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე. 2. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, ხელახლა განიხილოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები და აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, თუ: ა) საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად,  რომ უზრუნველყოფილი იქნება ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება; ბ) ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას; გ) საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) საქმიანობის შედეგად გამოწვეულია  იმდენად მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომ საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვა ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრა; ე) შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების გადახედვა; ვ)  ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ამ ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 3. ამ მუხლის   მე-2 პუნქტით (გარდა მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას   დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარსადგენად. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას  1 5სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიშემთხვევებში, ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთადერთად, ასევე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთადერთად, სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკრინინგის განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლებელიაშესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი. 5. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადისგანაცხადს რეგისტრაციიდან 51 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფსუგზავნის სათანადოცენტრს, დოკუმენტებისრომელიც განაცხადის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს დოკუმენტაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებასა და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში −შემთხვევაში, მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებსსაზოგადოებას უფლება აქვთ, ამაქვს, განაცხადის დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდანგანთავსებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონწარუდგინოს სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავსგანიხილავს აღნიშნულსაზოგადოების მიერ წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს დადა, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიშემთხვევაში, ითვალისწინებს მათ. 6. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან  60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, დაგეგმილი ცვლილება არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილება და,და შესაბამისად, ცვლილების შეტანა საჭიროებს თუ არა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა ამ კანონის II თავით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ ესდაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილება არ არის, მას იმავეამავე გადაწყვეტილებით შეაქვს აღნიშნულიშესაბამისი ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში. სააგენტო ამაღნიშნულ გადაწყვეტილებას  1 5სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 7.  თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შედეგად  დაადგენს, რომ დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილებაა, უნდა გაიცეს ახალი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, რის შესახებაც სააგენტო აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში, რის შემდეგაც საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალ დასკვნებთან   შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნითმიზნით, სააგენტოსთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გონივრულ ვადას. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას  1 5სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან. 9. სააგენტო უფლებამოსილიაუფლებამოსილია, საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით შეიტანოს ცვლილებათანხმობით, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში,ნებართვაში შეიტანოს ცვლილება, თუ დეპარტამენტმადეპარტამენტის მიერ ინსპექტირების საფუძველზე გამოავლინაგამოვლინდება საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებთან შეუსაბამობა და სააგენტო დაადგენს, რომ ეს შეუსაბამობა არსებითიაღნიშნული შეუსაბამობა არ არის.არის სააგენტოარსებითი. სააგენტო, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანამდე შეტანამდე,  შესაბამის ინფორმაციას 51 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებსსაზოგადოებას უფლება აქვთ, 15აქვს, სამუშაოსაკუთარი დღისშენიშვნები ვადაშიდა წარუდგინონმოსაზრებები სააგენტოს საკუთარიწარუდგინოს მოსაზრებები15 დასამუშაო შენიშვნები.დღის ვადაში.  სააგენტო იხილავსგანიხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსაშენიშვნებსა და შენიშვნებს,მოსაზრებებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებსმხედველობაში იღებს მათ და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში სათანადოშესაბამისი ცვლილებაცვლილებები შეაქვს 30 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო მიღებულ გადაწყვეტილებას  1 5სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს,  რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 10. (ამოღებულიათუ -საქმიანობის 26.06.2025,განხორციელების №792).ადგილზე საქართველოსარსებული 2025გარემოება წლისარ 26შეესაბამება ივნისისინტეგრირებულ კანონიგარემოსდაცვით №792 –ნებართვაში ვებგვერდი,ასახულ 04.07.2025წ.გარემოებებს, მაგრამ აღნიშნულ შეუსაბამობას გარემოს ზიანი არ გამოუწვევია, ასეთ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის თხოვნით, საკუთარი ინიციატივით მიმართავს  სააგენტოს, მას  ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • კლიმატის ცვლილების რეგულაციასერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
2
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

გარემოსდაცვითი შეფ… 7მუხლი 13მუხლი 17მუხლი 5მუხლი 7წყლის რესურსების მ… 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7მუხლი 30მუხლი 9მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 26ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა
  • 20ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  სხვა პირისთვის გადაცემა
  • 11ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 13გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 24რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3524711713175309212620111719
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…წყლის რესურსების მართვ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026