Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 20

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 20. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  სხვა პირისთვის გადაცემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა სხვა პირს სრულად გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას.

2.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და მიმღები ვალდებული არიან სააგენტოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები სუბიექტების  ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ბ) ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემის ფაქტს.

3.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 სამუშაო დღის ვადაში. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 1 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

4.სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და მას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

5.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა სხვა პირს სრულად გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას. 2. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და მიმღები ვალდებული არიან სააგენტოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები სუბიექტების  ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ბ) ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემის ფაქტს. 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 სამუშაო დღის ვადაში. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 1 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 4.   სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვისპირისათვის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვისპირისათვის გადაცემის შესახებ გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება.აქტი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვისპირისათვის გადაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასნებართვას, დარომელსაც სააგენტო 1 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას 5მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 5. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივლ. 2026
  2. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 26ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

აკვაკულტურის შესახებ

  • 22აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232220352425151122133014172620
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…ლიცენზიებისა და ნებართ…გარემოს დაცვის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026