თავდაცვის კოდექსი

მუხლი 176. მოხალისეობითი ხელშეკრულება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხალისესთან მოხალისეობითი ხელშეკრულება ფორმდება მოხალისეთა რეესტრში მისი დარეგისტრირების შემდეგ.

2.მოხალისეობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები.

3.მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობით, განსაზღვრული ვადით, მხარეთათვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.

4.მოხალისეობით ხელშეკრულებას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს და მას მოხალისესთან აფორმებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოხალისესთან მოხალისეობითი ხელშეკრულება ფორმდება მოხალისეთა რეესტრში მისი დარეგისტრირების შემდეგ. 2. მოხალისეობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები. 3. მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობით, განსაზღვრული ვადით, მხარეთათვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში. 4. მოხალისეობით ხელშეკრულებას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს და მას მოხალისესთან აფორმებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
931135712448327169166170176
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა