საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 12. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან.

2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

3.აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია მისი გამოქვეყნების დღიდან. თუ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც საქპატენტის მიერ რეგისტრირებული იყო, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადატანილ იქნა რეესტრში, მისი დაცვის თარიღად მიიჩნევა აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღე.

4.რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
520311112616171103304151812
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ვაზისა და ღვინის შესახ…სასაქონლო ნიშნების შეს…გეოგრაფიული ობიექტების…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა