დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2.ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ: ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე; ბ) სააქციო საზოგადოებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებულ აქციებზე; გ) სააქციო საზოგადოებების ან სხვა ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; ვ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში გამოშვებულ აქციებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
110441432¹5214121311
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საერთაშორისო კერძო სამ…საინვესტიციო ფონდების …დემატერიალიზებული ფასი…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა