Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 4

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაფინანსური სისტემის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს: ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის ფონდი და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) განყოფილება, გარდა ავტორიზებული სეკიურიტიზაციის ფონდისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილებებისა; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი და სხვა წარმონაქმნი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადახდისუუნარობაზე; გ) კომერციულ ბანკზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, სადაზღვევო კომპანიაზე, საპენსიო კომპანიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს.

3.„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ან ფინანსური გირავნობის მონაწილე პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.

4.„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის, თავდაპირველი კრედიტორის, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.

5.მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ 32 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ კრედიტორის მოთხოვნებზე ვრცელდება იმავე კონვენციით დადგენილი წესები. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3348 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3931 - ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1764 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აგვ. 2026· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026

    მე-4 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ კრედიტორის მოთხოვნებზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ვრცელდება კონვენციის წესები.

  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023

    მე-4 მუხლს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ასახელებს კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას, სადაზღვევო კომპანიას, საპენსიო კომპანიასა და სხვა სუბიექტს, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს.

  3. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023

    1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სუბიექტთა ჩამონათვალს დაემატა სეკიურიტიზაციის ფონდი და სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილება (ავტორიზებულების გარდა); დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც ინიციატორის, თავდაპირველი კრედიტორისა და არაავტორიზებული ერთეულის მიმართ წარმოებას უკავშირებს სეკიურიტიზაციის კანონის სპეციალურ დებულებებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბენეფიციარული მესაკუთრის გამჟღავნება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / მევახშეობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 3 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

მეწარმეთა შესახებ

  • 1კანონის

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 1გამოყენების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 2კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 1¹კოდექსის მოქმედების სფერო

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21421¹1221631212114
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…ფასიან ქაღალდებად გარდ…მეწარმეთა შესახებდემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026