ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით დგინდება საკრედიტო რისკების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის (შემდგომ − სეკიურიტიზაცია) ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები, სეკიურიტიზაციის ცნება და სეკიურიტიზაციის მხარეთა მიმართ მოთხოვნები.

2.ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − საქართველოში დაფუძნებულ ინიციატორზე) და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3.ამ კანონის 21-ე, 23-ე და 24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება იმავე ნორმებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

4.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული არ არის. [ 4 1 . სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და მის მიერ ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 5. არავის არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს ტერმინი „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1459 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2149⁴49³452⁷141182221
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…რეაბილიტაციისა და კრედ…ფასიან ქაღალდებად გარდ…დემატერიალიზებული ფასი…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა