ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 1. გამოყენების სფერო

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი , საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები .

2.ამ კანონით არ განისაზღვრება სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების წესები.

3.სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიებისა და ბროკერების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.

4¹.ამ კანონით არ განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების ერთეულების ემისიისა და საინვესტიციო ფონდების ან/და მათი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიების მიერ აღნიშნული საინვესტიციო ფონდების ერთეულების საჯარო შეთავაზების წესები. ეს წესები დგინდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით .

5.საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

6.ფინანსურ ინსტიტუტებს (გარდა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისა) უფლება აქვთ, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგულირების პრინციპს , რომლის მიხედვითაც , ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

8.სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება ფინანსურ ინსტიტუტში წილის ფლობა, გარდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდში წილის ფლობისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 8. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება ფინანსურ ინსტიტუტში წილის ფლობა, გარდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდსა და „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ფაქტორინგულ პლატფორმაში წილების ფლობისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 9. საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1944-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.249 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3519 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.320 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5668 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1707 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2607 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3771 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი , საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები . 2. ამ კანონით არ განისაზღვრება სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების წესები. 3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიებისა და ბროკერების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება. 4 1 . ამ კანონით არ განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების ერთეულების ემისიისა და საინვესტიციო ფონდების ან/და მათი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიების მიერ აღნიშნული საინვესტიციო ფონდების ერთეულების საჯარო შეთავაზების წესები. ეს წესები დგინდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . 5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 6. ფინანსურ ინსტიტუტებს (გარდა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისა) უფლება აქვთ, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგულირების პრინციპს , რომლის მიხედვითაც , ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . 8. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება ფინანსურ ინსტიტუტში წილის ფლობა, გარდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდში წილის ფლობისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1944-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.249 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3519 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.320 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5668 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1707 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2607 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3771 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
441019132¹522141111
მნიშვნელობით ახლოსდემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…საერთაშორისო კერძო სამ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა