Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებმუხლი 12

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 12. ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) და სტანდარტიზაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევასხვა მოძრავი ქონების შეფასებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებინივთების ინტერნეტიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) გულისხმობს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის ფარგლებში შექმნილი სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების, ადამიანური რესურსების ან/და კომპიუტერული რესურსების მნიშვნელოვანი, პერიოდული, მექანიკური ჩარევის გარეშე კომბინირების, ჰარმონიზაციისა და ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობას, აგრეთვე სათანადო ინფორმაციის საიმედო, ცდომილების გარეშე გაცვლის უზრუნველყოფას.

2.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს და პერიოდულად უნდა განახლდეს ეროვნული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და შესაბამისი სპეციფიკაციები, მათ შორის: ა) მეტამონაცემების ეროვნული პროფილი − მეტამონაცემების ელემენტებისა და ქვეელემენტების, მათი მნიშვნელობების, მათი აღწერის კრიტერიუმების, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესის ერთობლიობა (სტანდარტი); ბ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაცია − სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის მონაცემთა კონცეპტუალური მოდელების, კოდიფიკაციისა და მათი მნიშვნელობების, მონაცემთა შექმნის ან/და ტრანსფორმაციისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); გ) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილი − სივრცითი მონაცემების ნაკრების წარმოების, შეფასების, გამოყენების, გაყიდვის ან/და სხვა მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად მისი, როგორც მონაცემთა პროდუქტის, ზუსტი ტექნიკური აღწერილობის (წარმოების პროცესის მეთოდოლოგია, მახასიათებლები, მოდელი, საფუძველი, ხარისხი, ვიზუალიზაცია, გამოყენების პირობები და სხვა) კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); დ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაცია − ძიების, დათვალიერების, ჩამოტვირთვის, ტრანსფორმაციისა და სხვა ტიპის ქსელური სერვისების გენერაციის ტექნიკური მახასიათებლების, პარამეტრების ნორმებისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); ე) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების ტექნიკური ნორმების, წესებისა და პროცედურების ჩარჩოდოკუმენტი; ვ) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების შეთანხმების სტრუქტურის, სამართლებრივი, ფინანსური და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); ზ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილი − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესის მონიტორინგის, აგრეთვე სუბიექტების, საკოორდინაციო საბჭოსა და კოორდინატორის მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების, დასახული მიზნების/მიღწეული შედეგების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის სტრუქტურის, ელემენტებისა და ქვეელემენტების, შეფასების წესების, ინდიკატორებისა და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი).

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი სხვა სათანადო დოკუმენტები განისაზღვრება (მტკიცდება) საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს მომწესრიგებელი სხვა სათანადო ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური დოკუმენტები შემუშავებული უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) შესაბამისად და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალურ ვებგვერდსა და ეროვნულ გეოპორტალზე.

5.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სპეციფიკაციების შემუშავებამდე დასაშვებია საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) გამოყენება.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • SaaS შესაბამისობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ლოკალიზაცია და UX ადაპტაცია ქართული ბაზრისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფრასტრუქტურის განვითარების ზეგავლენის შეფასება (მეტრო, გზა, პარკი)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-05

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 4ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი
  • 8ეროვნული გეოპორტალი
  • 11სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 57ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა
  • 47²რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია

თავდაცვის კოდექსი

  • 16საერთაშორისო სტანდარტები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 22საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება
  • 39გენერალური გეგმის შემადგენლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 72სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5747²7222399754163481112
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…ელექტრონული კომუნიკაცი…თავდაცვის კოდექსისატელეკომუნიკაციო ინფრ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2023