ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 14. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2.საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

4.საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5.ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას.

6.მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრას, უკანონო მოხმარებით და ნარკომანიით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას და განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას, აგრეთვე გატარებული ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას; ბ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშგების წარმოებას; გ) „ადრეული გაფრთხილების სისტემაში“ მონაწილეობას.

7.მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესს და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებას განსაზღვრავს საბჭო. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1240 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. თავი III. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გამოყენების სფერო

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო). 2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. 4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას. 6. მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრას, უკანონო მოხმარებით და ნარკომანიით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას და განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას, აგრეთვე გატარებული ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას; ბ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშგების წარმოებას; გ) „ადრეული გაფრთხილების სისტემაში“ მონაწილეობას. 7. მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესს და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებას განსაზღვრავს საბჭო. საქართველოს 2013 წლის  20 სექტემბრის კანონი №1240 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. თავი III. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გამოყენების სფერო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 19 აპრ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში საბჭოს დებულების დამამტკიცებელი ორგანო შეიცვალა: საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად დებულებას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1024262143613472883614
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…ნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…პროკურატურის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…აივ ინფექცია/შიდსის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა