Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებმუხლი 9

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 9. სუბიექტი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023
თემები:IT მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სუბიექტები არიან საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს და რომლებიც კანონის შესაბამისად მონაწილეობენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესში.

2.სუბიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ისეთ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს უკავშირდება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს მისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სისტემასთან დაშვების (წვდომის) უფლებას ანიჭებს კოორდინატორი.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მსგავსად, ეკისრებათ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები.

5.სუბიექტი: ა) ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ გეოპორტალზე აქვეყნებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ, თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ სივრცითი მონაცემების ნაკრებებსა და მეტამონაცემებს და ქსელური სერვისებით უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას; ბ) უფლებამოსილია თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებისა და ქსელური სერვისებით მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში კოორდინატორს მიმართოს; გ) ვალდებულია ეროვნულ გეოპორტალზე არ გამოაქვეყნოს თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემი/მეტამონაცემი ან/და შეზღუდოს მასთან წვდომა, თუ ამ სივრცითი მონაცემის/მეტამონაცემის გამჟღავნება/გასაჯაროება საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფო/საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, მართლმსაჯულების განხორციელებას ან/და ადმინისტრაციულ წარმოებას, აგრეთვე თუკი ეს მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს ან სახელმწიფო, საგადასახადო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება; დ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს და აღწერს მათ ამავე კანონით განსაზღვრული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად; ე) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ მეტამონაცემებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნებს; ვ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს; ზ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს; თ) უზრუნველყოფს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების სისრულეს, სიზუსტეს, ხარისხს, ნამდვილობას, ხელმისაწვდომობას, ფუნქციურ თავსებადობას (ინტეროპერაბელურობას) და პერიოდულ განახლებას; ი) მეტამონაცემებში დეტალურად აღწერს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის ხარისხის, სისრულისა და აქტუალობის შესახებ ინფორმაციას; კ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე თავის მიერ გამოქვეყნებული, ამ კანონით გათვალისწინებული, ყველა ტიპის ქსელური სერვისების დაცულ, სტაბილურ ფუნქციონირებასა და ხელმისაწვდომობას; ლ) გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ახალშექმნილი ან/და განახლებული სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ხელმისაწვდომობას ეროვნულ გეოპორტალზე; მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს და კოორდინატორს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ნ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში; ო) გამოყოფს უფლებამოსილ საკონტაქტო პირს, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინატორთან სტაბილურ კომუნიკაციასა და შიდაუწყებრივ კოორდინაციას; პ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად კოორდინატორისგან გამოითხოვოს საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; ჟ) ამზადებს და კოორდინატორს წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის შესაბამისად მომზადებულ მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ; რ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ღრუბლოვანი სერვისების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-05

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო
  • 11სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა
  • 5სივრცითი მონაცემები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 21მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 24მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 21მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
  • 24მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში

ტურიზმის შესახებ

  • 11¹ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 8კერძო სამართლის სუბიექტები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 14- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 3შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8321245142124211511¹9
მნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…პერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…ტურიზმის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2023