Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 5

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 5. ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:რისკების მართვაღონისძიების პასუხისმგებლობაკიბერუსაფრთხოების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეროვნული სისტემის სუბიექტები, გარდა ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის რისკის მართვას − საფრთხის იდენტიფიცირებას, საგანგებო სიტუაციის რისკისა და მისი ზემოქმედების ანალიზს და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავებას; ბ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნას; დ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ე) ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის, გარემოსა და ქონების დაცვას; ვ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, განვითარებას; ზ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების დროულად გადაცემას და ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის დროს ქცევის წესების შესახებ ინფორმირებას; თ) აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას; ი) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობას; კ) საგანგებო სიტუაციის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებისათვის თავშესაფრის შექმნას, პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტებისა და წყლის მომარაგებას, ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების და სხვა მატერიალური რესურსების მობილიზებას; ლ) ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებების ორგანიზებას; მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გაცვლას; ნ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; ო) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეების მომზადებას და საგანგებო სიტუაციის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას; პ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანებისა და ქონების გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ჟ) ადამიანების ევაკუაციის ორგანიზებაში დახმარების გაწევას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას; რ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

2.მუნიციპალიტეტის ორგანოები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს დელეგირების საფუძველზე ახორციელებენ. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს სამინისტრო.

3.ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; გ) რეაგირების ძალების მზადყოფნას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების მობილიზებას; დ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოსათვის გაგზავნას; ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანების, ქონების ან/და გარემოს გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ვ) თავიანთი თანამშრომლების და მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი სხვა პირების სწავლებას; ზ) მათ სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, ელემენტების მუდმივ მზადყოფნას; თ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ი) საგანგებო სიტუაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, ამ მიზნით კომუნიკაციის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

4.ეროვნული სისტემის სუბიექტები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია ინციდენტის/ მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ.

5.საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

6.ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მატერიალური რესურსების შექმნას. ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრატეგიული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მასობრივი ღონისძიებების სამართლებრივი აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №16

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-12-28
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 4სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა
  • 13რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა
  • 10საგანგებო სიტუაციის პრევენცია

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

გარემოს დაცვის შესახებ

  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 9სოციალურ
  • 10სამოქალაქო

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 10ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 9კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 5იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 4საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4539991022413104105
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახელმწიფო…გარემოს დაცვის შესახებეროვნული უსაფრთხოების …სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025