Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 18

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 18. საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიინსტიტუციური ინვესტიციატოკენ შეთავაზებებიდეცენტრალიზებული ფინანსებირისკების შეფასებასასესხო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე საბაზისო აქტივების გასხვისებით (ტრადიციული სეკიურიტიზაცია); ბ) საკრედიტო დერივატივის დადებით, გარანტიის გაცემით ან სხვაგვარად, ისე, რომ საბაზისო აქტივები ინიციატორის საკუთრებაში დარჩეს (სინთეტიკური სეკიურიტიზაცია).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სეკიურიტიზაცია შეიძლება განხორციელდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშეც, საკრედიტო რისკის ინვესტორისთვის (ინვესტორებისთვის) უშუალოდ გადაცემით.

3.ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სეკიურიტიზაცია არ ჩაითვლება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობად.

4.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, შეიძინოს ან ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის პირობების დაცვით მესამე პირს დაუთმოს არსებული ან სამომავლო მოთხოვნა ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის ფარგლებში ან უწყვეტად.

5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, არსებული მოთხოვნის (მათ შორის, წარმოშობილი, მაგრამ ვადამოუსვლელი მოთხოვნის) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6.სამომავლო მოთხოვნა, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის წარმოშობილი არ არის, მაგრამ შეიძლება მომავალში წარმოიშვას, ასევე დათმობილი უნდა იქნეს, თუ მისი წარმოშობის ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა მომენტში შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება.

7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სამომავლო მოთხოვნის დათმობა პირობითია და დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, თუმცა, როდესაც მოთხოვნა წარმოიშობა, მისი დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს წესი მოქმედებს აგრეთვე მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების დადებასა და მოთხოვნის წარმოშობას შორის პერიოდში ინიციატორის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში.

8.საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ეს ხელშეკრულება ან მასზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ფორმის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება დაუშვებელია.

9.იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელშეკრულების მხარე (მხარეები) არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა (მოქმედებდნენ) ან კრედიტორთა ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით განზრახ ანიჭებდა (ანიჭებდნენ) უპირატესობას, ამ კანონის შესაბამისად დადებული საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არის ნამდვილი და საბოლოო და აღსრულებადი როგორც მხარეთა მიერ, ისე მესამე პირის მიმართ, ამასთანავე: ა) ხელშეკრულების მხარეს ან სხვა პირს არ შეუძლია ცალმხრივად რაიმე მიზეზით მის მიმართ შეცილება, მისი გაბათილება, შეწყვეტა, მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა ან მასში ცვლილების შეტანა. ასევე არ შეიძლება ეს ხელშეკრულება სადავო გახადოს ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის ლიკვიდატორმა, დროებითმა ადმინისტრატორმა, სპეციალურმა მმართველმა,  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა მმართველმა/ზედამხედველმა ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერმა სხვა პირმა; ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის კრედიტორებს არ აქვთ უფლება გადაცემულ საბაზისო აქტივებზე.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად მოქმედებად ჩაითვლება, მათ შორის, ხელშეკრულების დადება იძულებით, მოტყუებით, მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

11.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის დათმობილი მოთხოვნა ხდება მისი საკუთრება მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, მიუხედავად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ ინიციატორისთვის აღნიშნული მოთხოვნის ხელახლა დათმობას. ასეთი ვალდებულების არსებობის გამო მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ ხელშეკრულებად მიჩნევა დაუშვებელია.

12.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისთვის მოვალის წინასწარი თანხმობა არ მოითხოვება, თუ მოვალესა და ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

13.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 269-ე და 295-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობასთან ერთად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე გადადის მოთხოვნის როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებები, გარანტიები და სხვა უფლებები.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შემცირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DeFi რისკების შეფასება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო აქტივების აღდგენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 295მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა
  • 20რისკების მართვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება
  • 49³სეკიურიტიზაციის ფონდი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 17დასაშვები ინვესტიციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 3დერივატივი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 82³პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 190¹ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1782³29549⁴49³190¹3524122021918
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …ფინანსური გირავნობის, …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026