ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 25. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაუშვებელია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) გარდა, სხვა პირის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა გარიგებაში კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც შუამავლის, მონაწილეობის გარეშე.

2.კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, როგორც შუამავალი), საინვესტიციო კომპანიამ, ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის კომპანიამ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს არ უნდა მიჰყიდოს, თუ არ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) მან ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარა შესაბამისობის შეფასება გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთან დაკავშირებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების შედეგები ადასტურებს, რომ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის შესაბამისია; გ) იგი დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს შესაბამისობის შეფასების შედეგებს; დ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის მიერ ერთ ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე 10 000 ლარია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49⁴49³2252⁷20¹133637282671925
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა