Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 13

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 13. UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) პროსპექტს; დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2.საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; დ) პროსპექტს; ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ვ)  სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ზ) (ამოღებულია - 15.12.2023 , №3928); თ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას; ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად; ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში; ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან ნახევარი წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ავტორიზაციის მაძიებელი საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3.განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) პროსპექტს; დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; დ) პროსპექტს; ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ვ)  სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ზ) (ამოღებულიაკომპანიის -მნიშვნელოვანი 15.12.2023წილის , №3928);მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას საინვესტიციო ფონდის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით; თ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას; ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად; ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში; ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან ნახევარი წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ავტორიზაციის მაძიებელი საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მეწარმეთა შესახებ 9მუხლი 26მუხლი 9მეწარმეთა შესახებ 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 14საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები
  • 16საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 8სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
  • 7სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
949¹23¹54626981416698713
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026