საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 37. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეინახოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია სპეციალიზებულ დეპოზიტართან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე ან რომელთა სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის მიწოდება შესაძლებელია მატერიალური ფორმით.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია მასთან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, ყოველთვის აღირიცხოს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) სახელზე გახსნილ სეგრეგირებულ ანგარიშებზე იმგვარად, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივები.

3.ნებისმიერ სხვა აქტივთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მიერ მიწოდებული და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ საინვესტიციო ფონდი აქტივების მესაკუთრეა. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს იმ აქტივების, რომლებზედაც საინვესტიციო ფონდის საკუთრების უფლება დასტურდება, აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების განახლება.

4.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიხშირით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეინახოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია სპეციალიზებულ დეპოზიტართან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე ან რომელთა სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის მიწოდება შესაძლებელია მატერიალური ფორმით. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია მასთან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, ყოველთვის აღირიცხოს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) სახელზე გახსნილ სეგრეგირებულ ანგარიშებზე იმგვარად, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივები. 3. ნებისმიერ სხვა აქტივთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მიერ მიწოდებული და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ საინვესტიციო ფონდი აქტივების მესაკუთრეა. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს იმ აქტივების, რომლებზედაც საინვესტიციო ფონდის საკუთრების უფლება დასტურდება, აღრიცხვა და  შესაბამისი ჩანაწერების განახლება. 4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიხშირით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1052⁴23¹26783834363328252437
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა