საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 36. საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები განცალკევებული ჰქონდეს საკუთარი აქტივებისა და სხვა კლიენტების აქტივებისგან. დაუშვებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის აქტივების მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე აღნიშნული აქტივების შეტანა სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების დაწყების შემთხვევაში.

2.სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელ მესამე პირს ეკრძალება მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აქტივების გამოყენება გულისხმობს აქტივებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას, მათ შორის, მათ გადაცემას, დაგირავებას, გაყიდვასა და გასესხებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები განცალკევებული ჰქონდეს საკუთარი აქტივებისა და სხვა კლიენტების აქტივებისგან. დაუშვებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის აქტივების მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე აღნიშნული აქტივების შეტანა სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების დაწყების შემთხვევაში. 2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელ მესამე პირს ეკრძალება მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აქტივების გამოყენება გულისხმობს აქტივებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას, მათ შორის, მათ გადაცემას, დაგირავებას, გაყიდვასა და გასესხებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹2673538373435272823162036
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა