Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 7

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 7. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ავტორიზებული არ არის და არც სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შეტყობინება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

2.თუ სეკიურიტიზაციას ახორციელებს ინიციატორი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშე, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. ინიციატორს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. მას არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებასა და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის შინაარსს ეროვნული ბანკი იკვლევს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტსა და ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

4.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, მან ავტორიზაცია უნდა მოიპოვოს. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვები ზღვრის გადაჭარბება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.

5.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის ინვესტორის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის საფუძველზე. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება არ აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი აღნიშნული თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისების ან დაგირავების შედეგად გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან შეიძლება გადააჭარბოს ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისებისთვის ან დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ სეკიურიტიზაციის ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.

6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი შეტყობინებისა და ინფორმაციის მიმართ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №1

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 8სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
  • 11ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ცვლილება
  • 12სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁷სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება
  • 49³სეკიურიტიზაციის ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები
  • 13UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები
  • 6საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 161ავტორიზაცია

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 11შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2449⁴49³52⁷111613313682630511127
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026