საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 23. ასოციაციის ეთიკის კომისია

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. მათ 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

2.ასოციაციის ეთიკის კომისია ამოწმებს პატენტრწმუნებულის შესახებ მიღებულ ინფორმაციას და სწავლობს მის საფუძვლიანობას, განიხილავს და წყვეტს პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

3.პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის ანონიმური წერილის ან/და შეტყობინების საფუძველზე განხილვა დაუშვებელია.

4.პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, ასოციაციის წესდებითა და ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.

5.ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ასოციაცია მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს საქპატენტს.

6.ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება პატენტრწმუნებულისთვის გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
283515¹2816264123921242223
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…მედიაციის შესახებსაქართველოს ადვოკატთა …ადვოკატთა შესახებადვოკატთა დისციპლინური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა